|
2021-09-23 11:03:26, 382 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიებს FAO-მ 10 000 ევროს ღირებულების ინვენტარი გადასცა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა ნიადაგის კვლევის და დნმ ლაბორატორები დაათვალიერეს და ახალი აპარატურის სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერი-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2018 წლიდან „ნიადაგის ლაბორატორიების გლობალური ქსელის“ (GLOSOLAN) წევრია. 2019 წელს, GLOSOLAN-ის ფარგლებში მოეწყო ლაბორატორიათაშორისი პროფესიული ტესტირება, სადაც, მსოფლიოს მასშტაბით, ნიადაგის კვლევის 100 ლაბორატორია იყო ჩართული. საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო შედეგების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შედეგადაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა. ლაბორატორიამ საჭირო ინვერტარი სწორედ FAO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში მოიპოვა. ასევე FAO-ს მხარადაჭერით აღიჭურვა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორია. „ჩვენი ლაბორატორიები, მათ შორის, განსაკუთრებულად აქტიურად, ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, ჩართული არიან საერთაშორისო პროექტებში; ერთ-ერთი წარმატებაFAO-ს საგრანტო პროექტში გამარჯვებაა. დახმარება, რომელიც გრანტის ფარგლებში მიიღეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებმა, კიდევ მეტად ეფექტიანს გახდის ვალიდურ კვლევებს”, -განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ. საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის, მამუკა მესხის განცხადებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში აქტიურად უჭერს მხარს. „FAO-ს დახმარებით, რამდენიმე წლის წინ, სათესლე მასალების სერტიფიცირების ლაბორატორია აღიჭურვა. დღეს საუკეთესო ლაბორატორიული დანადგარები უკვე ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას გადაეცა, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ცენტრს, კვლევითი საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს“, -აღნიშნა მამუკა მესხმა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიები 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ნიადაგისკვლევის ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება. დნმ ლაბორატორიაში, დნმ-ის მარკირების გამოყენებით, ქართული იშვიათი და მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა, კავკასიური ველური ვაზის შესწავლა და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევა ხორციელდება.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)