01:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 20:41:14, 541 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად  ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით  გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების  ვაქცინაციისა და  Pჩღ კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.

კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ 200- მდე მომსახურების მიღება  ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით  არის შესაძლებელი. ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.

საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული.

ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ახალ ფილიალში ადგილობრივი მოსახლეობისთვის  ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი,  რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა. 

დღესვე,  საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. პრობაციონერთა  ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

 
ჩხოროწყუს მსგავსად,  საზოგადოებრივი ცენტრები   სამეგრელოს რეგიონში  ჭალადიდში, ჯვარში, ორსანტიაში, რუხში, ჯგალში, ლესიჭინეში, აბაშასა და ხობში ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინსტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძე  ზუგდიდის იუსტიციის სახლსაც ესტუმრება. იუსტიციის მინისტრი თანამშრომლებს სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს გააცნობს.

"ზუგდიდშივე, იუსტიციის სახლში, რატი ბრეგაძე მუნიციპალიტეტის მერთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტი, ზუგდიდის მერიის შესაბამის სამსახურებში,  სკვერებსა და ბაღებში პრობაციონერთა დასაქმებას ითვალისწინებს.  "- ნათქამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics