|
2021-09-22 19:45:04, 696 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია-მთავრობისა და შავრაზმელი ჯგუფების მოქმედებებზე პასუხისგება ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს
„ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ მის ჩადებულ ინვესტიციას პრობლემა არ შეექმნება.“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგია ბოკერია ნამახვანჰესის შენების შეწყვეტას. „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორი ზიანი მიაყენა ქვეყანას „ქართული ოცნების“ , ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და მათთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფების მოქმედებებმა, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ატყუებენ მუდმივად, პატრიოტიზმს ამოფარებულები არიან, თითქოს დაიცვეს რაღაცა ქვეყნის ინტერესი, თუმცა პირიქით დაგვაზიანეს, იმიტომ რომ ამითი პირველი, ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე, ამ სიძვირის, ქვეყანა დაასუსტეს ამითი და მეორე, კონტრაქტის დარღვევისთვის დიდი საფრთხე გვაქვს, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენ მთავრობას ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობის მოქმედებები და ამ შავრაზმელების მოქმედებები. ეს არის ამ ყველაფრის შედეგი და კიდევ ერთი მაგალითია თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როცა აღარ მოხდება მსგავსი სკანდალები, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ როცა ქვეყანაში დებს რაღაცას, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება, დოვლათის შექმნა მათ შორის ენერგეტიკის მხრივ, მას ექნება გარანტი რომ ის შეთანხმება დაცული იქნება და ვერანაირი შავრაზმული ფსევდო-პატრიოტული მეთოდებით ვერ შეუქმნიან მას პრობლემებს.“ - განაცხადა ბოკერიამ შეგახსენებთ, რომ კომპანია ENKA ხელშეკრულბას წყვეტს, რის შედეგადაც ნამახვანჰესი აღარ აშენდება.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)