23:45 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 18:35:40, 484 ნახვა

სამართალი
ციალა ვაზაგაშვილი: გულზე მომეშვა, საზოგადოებამ შეიტყო, რომ ჩემი შვილი ყაჩაღი არ იყო

"ჩემი შვილი ყაჩაღი არ იყო, გულზე მომეშვა, რომ საზოგადოებამ ეს შეიტყო, დანარჩენი სიხარული მე  არ გამაჩნია",-ამის შესახებ ზურა ვაზაგაშვილის დედამ ციალა ზაგაშვილმა ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა დამნაშავე  დაკავებული არაა  და ეს პროცესი გაგრძელდება. ციალა ვაზაგაშვილს პროკურატურის იმედი აქვს.

" რვა წლის უკან იცოდა ჩემმა მეუღლემ ვინ იყვნენ  მკვლელები.ახალი დღეს ჩემთვის არაფერი არ გამოცხადებულა. ვიცოდი, ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია და საკონტროლო ვინ ესროლა, ვიცოდი,  რომ იყო განზრახ მკვლელობა და ვიცოდი, რომ ზურა  საყაჩაღოდ არ მიდოდა. არ იყო ყაჩაღი ჩემი შვილი.რაც გულზე მომეშვა ის არის, რომ საზოგადოებამ შეიტყო, რომ არ იყო მკვლელი, დანარჩენი სიხარული მე არ გამაჩნია იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ამას ვერ მოესწრო, რაზეც წვალობდა ის უკვე მიწაშია.ყველა მკვლელი დაპატიმრებული არაა, მაგალითად, დალაქიშვილი, ხიზანიშვილი, ლომიძე, 10 გამომძიებელი იძიებდა,  რომ გააყალბა. რამდენი სახელი და გვარი ჩამოვთვალო. თანდათანობით ალბათ აიყვანენ. მე პროკურატურის იმედი მაქვს",-განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა "რუსთავი2"-თან საუბრისას.

ცნობისთვის, პროკურატურამ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაცია გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს  ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს.

უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას  ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა.
კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით,  2006 წლის 07 აპრილს, სოდის თანამშრომლების მიერ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ იქნა ირაკლი ფირცხალავას ძმა ლევან ფირცხალავა. ლევან ფირცხალავას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს, მის დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა, რის შესახებაც ცნობილი გახდა ირაკლი ფირცხალავასთვის. პროკურატურაში განმარტავენ, რომ  ირაკლი ფირცხალავასთვის, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და რეპუტაციის ამგვარი ფორმით საფრთხის ქვეშ დაყენება, რის გამოც გადაწყვიტა ლიკვიდაციის გზით, შური ეძია მისი ძმის დაკავების საქმეში მთავარ ფიგურანტ ალექსანდრე ხუბულოვზე.

ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის  სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე.

ხოლო ერთი პირის - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ გამომძიებელ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდების შესახებ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics