|
2021-09-22 09:53:36, 313 ნახვა
საზოგადოება
თიბისის ჩართულობით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, BTU-ში Android & iOS ლაბი გაიხსნა
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში", USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, Android & iOS ლაბი გაიხსნა. ამ სივრცეში, USAID Georgia Economic Security Program-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით, 13 სექტემბერს iOS და Android-ის მიმართულებით 6-თვიანი უფასო გადამზადების კურსები დაიწყო. პროექტის მხარდამჭერია თიბისი, რომლის როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანი ინდუსტრიის განვითარება და მასში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოტანაა. გარდა ამისა, თიბისი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების განათლებით კუთხითაც და სწორედ ამ მიზნით 2019 წელს დაარსდა თიბისის IT აკადემია, რომელსაც 400-მდე კურსდამთავრებული ჰყავს. თიბისი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე დამსაქმებელი ტექნოლოგიების მიმართულებით, პროექტის ფარგლებში სტუდენტებს პრაქტიკულ ქეისებს, სტაჟირების შესაძლებლობას და მასტერკლასებს შესთავაზებს, რომელსაც თიბისიდან მოწვეული პროფესიონალები ჩაატარებენ. პროექტში მონაწილეობას 50-მდე ბენეფიციარი მიიღებს და მათი შერჩევა წინასწარი რეგისტრაციისა და ინდივიდუალური გასაუბრების მეშვეობით მოხდა. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას: Android კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ: 1. Android studio-ს გარემოში მუშაობა 2. Kotlin პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა 3. Android-ის აპლიკაციების შექმნა 4. აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება 5. აპლიკაციის Play Store-ზე განთავსება iOS კურსის გავლის შედეგად სტუდენტებს ეცოდინებათ: Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა Swift პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება აპლიკაციის App Store-ზე განთავსება BTU-ში, აღნიშნული კურსების ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან iOS/Android პროგრამირების ძირითად მახასიათებლებს, რათა შეძლონ საკუთარი აპლიკაციის არქიტექტურისა და გადაწყვეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა და მისი გადაჭრისთვის საჭირო რესურსების მოკვლევა / იდენტიფიცირება. სტუდენტები, ასევე, შეძლებენ, შექმნან მცირე და საშუალო ზომის აპლიკაცია, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები. თიბისის ტექნოლოგიური მიმართულების ექსპერტები სტუდენტებთან ერთად, აქტიურად იქნებიან ჩართულნი პრაქტიკული სამუშაოების მიმართულებით. პროექტის მიზანია საქართველოში iOS/Android სისტემების პოპულარიზაცია, ამ მიმართულების დეველოპერების კვალიფიკაციის ამაღლება და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებაში ხელშეწყობა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)