02:38 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 21:25:43, 615 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია დმანისზე - ეს არის უმძიმესი ფაქტი და თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა

 ეს არის უმძიმესი ფაქტი და თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, რომლის ერთადერთი სათქმელი, ურთიერთობის ერთადერთი ფორმა არის ძალადობა, ბოროტება, სისხლი და დაპირისპირება.-ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტები გარუვალს ხდის ხელისუფლების ცვლილებას.

"ვნახე შემზარავი ფოტოები დაზარალებული ადამიანების და ფაქტია, რომ ძალიან დიდი სისასტიკით და იარაღს გამოყენებით, ჯანმრთელობა დაუზიანეს ადამიანებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, რომლის ერთადერთი სათქმელი, ურთიერთობის ერთადერთი ფორმა არის ძალადობა, ბოროტება, სისხლი და დაპირისპირება. ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, სკამის გამო, თუნდაც ოპონენტებთან ამ სახის ურთიერთობა არის ძალიან საშიში საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის.

დღეს, საქართველოში, არც ერთ ადგილას, არც ერთ ქალაქში, არც ერთ სოფელში ჩვენი მოქალაქეები ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ გვაკარგინებენ მშვიდობას, ერთადერთი რამის გამო, რომ ბიძნა ივანიშვილმა თავი იგრძნოს კომფორტში და მისმა ამ დაჯგუფებამ, "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნოს სკამები. ამაზე ამორალური რა შეიძლება იყოს, რომ სკამის შენარჩუნებისთვის სახე გადაუხსნა შენს თანამოქალაქეს, შენს ოპონენტს, უბრალოდ ადამიანს. ვაპირებ ჩავიდე დმანისში და სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას. ჩვენ ფიზიკურად ადამიანებს ყველანაირად დავიცავთ. არავის მივცემთ საშუალებას, ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვიქნებით ყველა ჩვენი მოქალაქის გვერდში, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას, ვინ რომელ პარტიაშია, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. არავის არ შერჩება დანაშაული და ასეთი სისასტიკე ადამიანების წინააღდეგ, ამას გადაყვება "ქართული ოცნება." ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამწვავებს იმ ვითარებას, რომ გარდაუვალია ამ ხელისუფლების შეცვლა", - განაცხადა ხოშტარიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics