|
2021-09-21 12:38:02, 565 ნახვა
საზოგადოება
ვოლვო ელექტრომობილებში ტყავის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა მასალას გამოიყენებს
ვოლვო ქარსი აცხადებს, რომ ელექტრომობილებში, რომელსაც მომავალში გამოუშვებს, ტყავს არ გამოიყენებს და მას ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩაანაცვლებს. ამ მეთოდით მზადდება სალონები ვოლვოს C40 და შემდეგი თაობის XC90 მოდელებისთვის. სამომავლოდ კი ამ სიას 60-სერიის ავტომობილები და XC40 Recharge დაემატება. კომპანია აცხადებს, რომ ვოლვოს მიერ შექმნილი, ბუნებრივი და გადამუშავებული ნედლეულისგან დამზადებული, ახალი მასალები, მაღალი ხარისხისა და ლამაზი ინტერიერის ახალ სტანდარტს დანერგავს. ვოლვო ქარსი ტყავის მასალის მაღალხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივების მოძიებაში ლიდერია. კომპანია არ ღალატობს აღებულ ვალდებულებებს და მუშაობს პრინციპით - „ცხოველებისთვის ზიანის მიყენების გარეშე“. გარემოზე ზრუნვა მსოფლიო ტრენდად იქცა. სულ უფრო იზრდება მოთხოვნა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე, იცვლება დამოკიდებულებაც გარესამყაროს მიმართ. ვოლვოსა და მომავლის ლაბორატორიის ერთობლივ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, - მოდის მიმდევრები ეძებენ ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებულ ტანსაცმელს, დიზაინის მოყვარულებს სურთ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა თავიანთი საცხოვრებელი სახლისათვის, - შედეგად დასკვნა ასეთია: ბუნებრივი მასალები, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მიღებული ბამბა, თეთრეული და აბრეშუმი, ყალიბდება, როგორც მომავლის, პრემიუმ ხარისხის მასალები. ეს არის ცვლილებების ჯაჭვი, - დიზაინერები ყველა ინდუსტრიაში მოდიდან დაწყებული, ავტომობილის ინტერიერით დამთავრებული, სამუშაო მასალას ცვლიან. ამ მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში ვოლვო ქარსი ლიდერია. კომპანია მუდმივად ეძებს და აუმჯობესებს მასალას ახალი ელექტრო ავტომობილების ასორტიმენტისთვის. კომპანია მოდისა და დიზაინის სამყაროს აჩვენებს, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს კომპრომისს, ხარისხის ან კომფორტის ხარჯზე. ვოლვოს აქვს ამბიცია და მზად არის გაამართლოს ახალი მოლოდინი პრემიუმ სექტორში, - მაღალი ხარისხი ეკომეგობრული მასალის გამოყენებით.
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)