02:38 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 11:43:38, 507 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძემ სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელი შეიტანა

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელი შეიტანა.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, აღნიშნული ბანერებით ირღვევა ბავშვთა უფლებები, ამასთანავე დარღვეულია საარჩევნო კოდექსი.

დეკანოიძემ მოუწოდა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ.

"დღეს ჩვენ ერთიანი ოპოზიციის სახელით შეგვაქვს სარჩელი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მოგეხსენებათ, ქუთაისში ყოველ დღე იმატებს ზიზღის და აგრესიის შემცველი ბანერები. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ და არაფერი ვიცით ამ ბანერების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ამ ზიზღის ბანერს გადააფარეს "მოდით რეფერენდუმზე" ბანერი, რომელიც სიმბოლური იყო, რამდენიმე წუთში საპატრულო ეკიპაჟის მიერ მუნიციპალიტეტის ჩართლობით, მოხდა ამ ბანერის ჩამოხსნა, რაც სრულად ნიშნავს, რომ ჩართულია სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, მერიები ამ ზიზღის ბანერების განთავსებაში. 

ირღვევა ბავშვთა უფლებები, როდესაც ისინი სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე, დარღვეულია საარჩევნო კოდექსი. მე მინდა, რომ ფაქტის წინაშე დავაყენოთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია, როდესაც ირღვევა რამდენიმე მუხლი, მაგალითად ის, რომ ბანერზე განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ნომერი, დამკვეთი, გამოშვების თარიღი და ზოგადად დეტალები, რომელიც გაწერილია საარჩევნო კოდექსით. 

მინდა, მივმართო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომ კომისიამ დაუყონებლივ განიხილოს სარჩელი და საზოგადოებას საჯაროდ შეატყობინოს თავისი პოზიცია. თუ ეს პოზიცია არ დაემთხვევა საარჩევნო კოდექსში გაწერილ მუხლებს და ზოგადად იმას, რომ საარჩევნო-სააგიტაციო მასალა არ შეიძლება ძალადობას შეიცავდეს, მაშინ ჩვენ, ჩავთვლით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისში არის "ქართულ ოცნებასთან" შეზრდილი დეპარტამენტი", – განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics