|
2021-09-21 11:11:48, 386 ნახვა
საზოგადოება
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს
დიმიტრი ბარაბანს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 26 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავალის 75 % გაუნადგურა. ფერმერი ზარალის ანაზღაურების თანხას, 42,000 ლარს მიიღებს. მან სადაზღვევო პოლისის შესაძენად, სახელმწიფოსგან 50 % თანადაფინანსება მიიღო. 5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის მის მიერ გადახდილი თანხა 3,187 ლარს შეადგენს; 3,187 ლარია (50 %) სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობაც. სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ივანე ბუჯიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში იმყოფებოდნენ, სადაც სეტყვის შედეგად დაზარალებულ ფერმერს, დიმიტრი ბარაბანს შეხვდნენ და დაზიანებული სავარგულები დაათვალიერეს. „წლიდან წლამდე იზრდება აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა, შესაბამისად მზარდია დაზღვეული ფართობებიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ სახელმწიფო ახდენს სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70% -ის, ხოლო ვაზზე 50%-ის თანადაფინანსებას.“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების საოპერაციო დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ხარატიშვილმა ირაკლი შიოშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მევენახე ფერმერს, რომელიც სახელმწიფო აგროდაზღვევის მოსარგებლეა, ზარალი აუნაზღაურდა, ის ასევე მიიღებს ერთჯერადი დახმარების თანხას. „კახეთში ,ძლიერი სეტყვასთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანიაში „ალდაგი“ 1200-მდე შეტყობინება შემოვიდა, ყველა შემოწმებულია და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, კომპენსაციების გაცემა“ -აღნიშნა სადაზღვევო კომპანიის „ალდაგის“ აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა, ივანე ბუჯიაშვილმა სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)