09:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 11:04:31, 839 ნახვა

ეკონომიკა
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა

სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით.

სააგენტოს განმარტებით, რეიტინგის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი პანდემიის პერიოდში გატარებული ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა და პროგნოზირებადი და საიმედო ინსტიტუტებია. პანდემიამდელ პერიოდში გატარებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებულმა 4-წლიანმა პროგრამამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკას მომზადებული შეხვედროდა ეკონომიკურ კრიზისს.

სააგენტო დადებითად აფასებს პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ყველაზე დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. აღნიშნულმა ღინისძიებებმა ქვეყანას თავიდან აარიდა სისტემური პრობლემები და შედეგად, დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. 

სააგენტო ძლიერ მხარედ აფასებს ფისკალურ სექტორს. მიუხედავად პანდემიის პერიოდში გაზრდილი ვალისა, სააგენტოს შეფასებით, ვალი კვლავ რჩება მართვად დონეზე მომსახურების დაბალი ხარჯებიდან გამომდინარე. სააგენტო ასევე დადებითად აფასებს მთავრობის განზრახვას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით. 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უკვე აქვს სამივე სარეიტინგო სააგენტოს შეფასება და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადავიდა საკრედიტო რეიტინგების გაუარესების გარეშე. 

ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, ვინაიდან ჩვენ ვუახლოვდებით მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საშუალოვადიან პერიოდში, მივაღწიოთ საინვესტიციო რეიტინგს. 

ამას აქვს არამხოლოდ რეპუტაციული, არამედ პრაქტიკული შედეგიც. ამ სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულმა რეფორმებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკების მიმართ, რის გარეშეც პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იქნებოდა გაცილებით ღრმა და ხანგრძლივი.

პანდემიამდელ პერიოდში გატარებული რეფორმები, რამაც ხელი შეუწყო დანაზოგების ზრდასა და საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას, დადებითად აისახა, როგორც საკრედიტო რეიტინგებზე, აგრეთვე ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის უნარზე, სწრაფად აღდგენილიყო კრიზისის შემდეგ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics