02:00 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 17:48:15, 443 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე - ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ძველი თბილისის განახლება მისი იერსახის შენარჩუნებით

„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან და დეპუტატობის კანდიდატ ნიკო კახეთელიძესთან ერთად, სანაპიროს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს პირადად გაეცნო. შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ის პროექტებიც განიხილა, რომელთა განხორციელებაც მომდევნო წლებში იგეგმება.

 „კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთაწმინდის რაიონი განსაკუთრებულია, თავისი მდიდარი ისტორიით, უძველესი შენობა- ნაგებობებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. შესაბამისად,
შეიძლება ითქვას, რომ აქ პრობლემებიც უფრო მასშტაბურია. სწორედ ამიტომ, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ძველი თბილისის განახლება მისი იერსახის შენარჩუნებით. ამ მიმართულებით უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებსაც გამარჯვების შემდეგ აუცილებლად განვახორციელებთ." განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, გარდა მსხვილი პროექტებისა, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ქუჩების კეთილმოწყობის მიმართულებითაც. მათ შორის, განხორციელდება სხვადასხვა მცირე საუბნო პროექტები: მოწესრიგდება შიდა ეზოები, აშენდება სტადიონები, მოეწყობა კიდევ უფრო მეტი სკვერი და მწვანე სივრცე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics