|
2021-09-19 11:38:12, 978 ნახვა
საზოგადოება
სუს-იდან გამოჟონილი ფაილების მიხედვით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე გიორგი ვოლსკს მეგობრის შვილისთვის პროკურორის თანამდებობას თხოვდა
სუს-იდან გამოღონილი ფაილების მიხედვით, ხაშურის პროკურორის თანამდებობაზე ნოდარ ბიკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის და პარლამენტარ გია ვოლსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, სადაც ზვიადაძემ დეპუტატს და უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს შეახსენა, მისი მეგობრის შვილის – ნოდარ ბიკაშვილის ხაშურში პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. "მოპოვებული ინფორმაციით, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პარლამენტარ გია ვოლსკის შეახსენა მისი მეგობრის შვილის – ნოდარ ბიკაშვილის ხაშურში პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი. გ. ვოლსკი დაჰპირდა, რომ ამ საკითხს შეათანხმებს მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან. გ. ზვიადაძე ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე ესაუბრა მთავარი პროკურორის მოადგილეს გიორგი გაბიტაშვილს" - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ერთ-ერთ ფაილში. ხაშურის რაიონული პროკურორი 2013 წლის აპრილიდან ირაკლი შანიძეა. სიონის საკათედრო ტაძრის ხელმძღვანელის გიორგი ზვიადაძის შესახებ სუს-იდან გამოჟონილ ფაილებში ბევრი კრებსია. მათ შორის ზვიადაძის და მისი შვილის საუბარი, რომელიც ტექნოლოგიების პარკს ხელმძღვანელობს. მამა-შვილი ზვიადაძეები საუბარში განიხილავენ არჩილ თალაკვაძის მეუღლის ქეთევან ბუბუტეიშვილის ბედს, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიების პარკში მუშაობდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)