02:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 19:37:14, 663 ნახვა

საზოგადოება
ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება მიმდინარეობს

თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილზე, სატყეო ტერიტორიის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს.-

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე თქმით, მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„როგორც იცით, ეს მეწყერსაშიში ფერდია. გასულ წელს იყო გარკვეული პრობლემები, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა და დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. 80 მეტრის სიგრძის კედელი შენდება. გარდა ამისა, 15 მეტრზე გაკეთებულია ხიმინჯოვანი ბურღები, რის ზემოთაც კედელი მოეწყობა და ეს პრობლემა სრულად მოგვარდება. საფრთხე, რომ ფერდი დაძრულიყო და პრობლემა შექმნოდა როგორც გზას, ისე მოსახლეობას, მოიხსნება. სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტს დაახლოებით, 1.5 მლნ ლარი უჯდება,  ოქტომბრის ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„პროექტი ითვალისწინებს 80 მეტრი სიგანისა და 5,5 მეტრი სიმაღლის საყრდენი კედლის, ასევე, კიუვეტების მოწყობას.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის მარტში, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით, წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოები გადაუდებელი წესით ჩატარდა და ფერდის დამცავი დროებითი კედელი მოეწყო, რის შემდეგაც  უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიგეგმა.

კახა კალაძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მუსხელიშვილმა დაათვალიერეს.“-ნათქვამია განცხდებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics