02:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 18:50:19, 586 ნახვა

საზოგადოება
ვერაზე მოკლული კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს - გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით, არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს

"ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით" - ასე მიმართა ნიკა კვარაცხელიას მამიდამ მედიას და საზოგადოებას.

გარდავლილის მამიდის განცხადებით, ნიკას მამას ამხელა ცოდვა რომ ჰქონოდა, მის ოჯახს საქართველოში არ აცხოვრებდა.

„პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვართ თქვენით, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით. არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენს ოჯახს. ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს სამშობლოში და ამ შუაგულ ქალაქში ხუთი შვილით არ აცხოვრებდა. მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ და არანაირი საფრთხე არ გვიგრძვნია, არასოდეს არავისი შეგვშინებია, იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება სიტუაცია და მტყუან-მართალი გაირკვევა“, -განუცხადა გარდაცვლილის მამიდამ ნანი კვარაცხელიამ ჟურნალისტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics