03:29 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 12:54:08, 530 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - შემდეგი 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება

დედაქალაქში ამოქმედდება  სპეციალური პროგრამა - „არცერთი უსახლკარო ოჯახი", რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული,  საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. -   ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ  სოციალური პოლიტიკის  პროგრამების პრეზენტაციისას   განაცხადა.

როგორც მერობის კანდიდატმა განმარტა, საჭირო საცხოვრებელ ფართებს  მუნიციპალიტეტი   სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეიძენს და მათ 400-მდე უსახკლარო ოჯახს  სარგებლობის უფლებით გადასცემს

 „ჩემი  და მთელი ჩემი გუნდის, ვინც ღირსეულად ემსახურება ქალაქს,  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება არის  ის, რომ არცერთი თბილისელი უსახლკაროდ არ დარჩება. ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 400 ასეთი ოჯახი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს და ამ პროგრამის ფარგლებში  ჩვენ შევქმნით შესაბამის საცხოვრისს და მათ გადავცემთ იმისთვის, რომ ისარგებლონ ამ ფართებით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საბინაო ფონდის შექმნა და როგორც გითხარით,   მომდევნო 4 წლის განმავლობაში არცერთი  თბილისელი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უბინაოდ არ დარჩება. პარალელურად კი უნდა განისაზღვროს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ მიწების დატაცებას და იქ უკანონო მშენებლობებს. ეს არის კანონდარღვევა და არავითარ შემთხვევაში ეს წახალისებული არ იქნება.  ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სწორია და სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს წესრიგი.  ქაოსი ქმნის სერიოზულ პრობლემებს იმ პატიოსანი ადამიანებისთვის, ვინც გადამხდელია გადასახადების.  ვინც რეალურად უსახლკაროა და  ეს სტატუსი აქვს  მინიჭებული, გვერდში დავუდგებით და არცერთი ასეთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics