|
2021-09-17 13:12:40, 539 ნახვა
საზოგადოება
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა 12 976 გადამხდელს კოვიდ19-ის პრევენციის მინით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (საერთო ჯამში 12 976 ობიექტი) მოინახულეს და მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს. ზემოაღნიშნული მოთხოვნები მოიცავს: ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ 10 და მეტი დასაქმებული, შესასვლელში უნდა ჩაატარონ თერმოსკრინინგი; სავაჭრო ობიექტებმა, რომლის სავაჭრო ფართობი არის 20მ2 და ნაკლები, უნდა დაუშვან სავაჭრო სივრცეში მხოლოდ 1 მომხმარებელი, ხოლო 20მ2-ის ზევით, ყოველ 20მ2 სავაჭრო ფართზე – 1 მომხმარებელი; შესასვლელში უნდა იყოს: დეზობარიერი, დამცავი გამჭვირვალე ბარიერები კი სალაროებთან და გადახდის სხვა ადგილებზე; ზედაპირების დასუფთავებისთვის უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ხსნარები; შესასვლელში და სამუშაო ადგილებზე უნდა ჰქონდეთ ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარი; ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა ჰქონდეთ დახურული კონტეინერები ასევე უნდა მიმდინარეობდეს კონტროლი პირბადის გამოყენებაზე. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ, გაცნობითი სახის ვიზიტები, 27 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)