2021-09-17 11:13:44, 2131 ნახვა
ომი უკრაინაში
17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 610 309 პირია აცრილი
17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 610 309 აცრა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
მათივე ცნობით, 16 სექტემბერს აიცრა 19 148 ადამიანი.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 192, გარდაიცვალა 5 პაციენტი.
„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,