20:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 14:50:24, 613 ნახვა

მსოფლიო
რუსულმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა Google Docs- ის დაბლოკვა დაიწყეს

რუსულმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა  Google Docs- ის დაბლოკვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ნავალნის გუნდმა ის   "ჭკვიანი კენჭიყრის" სიების გამოსაქვეყნებლად გამოიოყენა.- ამის შესახებ ინფორმაციას GlobalCheck-ი აქვეყნებს.

GlobalCheck– ის თანახმად, რომელიც აკონტროლებს რუსეთის ინტერნეტ ბლოკირების სისტემას, საიტს docs.google.com ბლოკავს სატელეკომუნიკაციო ოპერატორები MTS, MegaFon და Rostelecom. ინტერნეტდამკვირვებელი „როსკომსვაბოდა“ იუწყება, რომ Tele2- ის მომხმარებლებს ასევე შეზღუდული აქვთ საიტზე წვდომა.

 

”დაბლოკვა ალბათ დაკავშირებულია Google Docs ” ჭკვიანი კენჭისყრის ”სიების გამოქვეყნებასთან,” - ნათქვამია GlobalCheck- ის განცხადებაში.

"ჭკვიანი კენჭისყრის "  სისტემა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გუნდმა შეიმუშავა, მათი მიზანია, მოსახლეობამ ხმა მისცეს იმ ოპოზიციურ კანდიდატს და პარტიას, რომელმაც წინა არჩევნებზე მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ მთავარ ოპონენტად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, ნავალნიმ და მისი გუნდის წევრებმა გამოაქვეყნეს თავიანთი კანდიდატების სია.

რუსეთის ფედერალურმა ცენზორმა ცოტა ხნის წინ დაბლოკა "ჭკვიანი კენჭისყრის " ვებსაიტი რუსეთში, ასევე "ნავალნი" მობილური აპლიკაცია, რომელიც მოიცავს "ჭკვიანი კენჭისყროს" ფუნქციასაც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics