04:47 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 12:44:13, 685 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - გემუქრებით, მოგიწევთ ბოდიშის მოხდა „ფეიკ ინფორმაციის“ გამო, რომელიც ვრცელდება

კარგად იცით, რომ ჩიპი ნახევრად არ იშლება და როდესაც ჩანაწერს სანახევროდ ავრცელებთ, ეს ყველაფერზე მეტყველებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ოპერატორზე ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კობახიძე აცხადებს, რომ „მთავარის“ ოპერტორი არა მეორე სართულიდან, არამედ ერთი მეტრის სიმაღლიდან, უკან-უკან წავიდა და ისე გადავარდა.

კობახიძემ ჟურალისტებს მიმართა და „დაემუქრა“, რომ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ ‘ფეიკ ინფორმაციის“ გამო, რომელსაც ავრცელებენ.

„ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის ტყუილი. თქვენ კარგად იცით ისიც, რომ ჩიპი ნახევრად არ იშლება. როდესაც ჩიპის ჩანაწერს ავრცელებთ სანახევროდ, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.  კადრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს ორი მეტრი გამოვარდნილი ადამიანი ქუჩაში, არა მეორე სართულიდან, არამედ ორი მეტრიც არ იყო ის ადგილი, ერთი მეტრი იყო, უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, როდესაც ქარელის მერს უწოდებთა „ჩლიქოსანს“, ეს არის სირცხვილი. რაც შეეხება მერების მიმართ ბრალდებებს და გამოგონილ მეტსახელებს, ეს არის ტყუილი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს ტელევიზიებს ყველა ის „ფეიკ ინფორმაცია“, რომელიც ვრცელდება. გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა, იმ „ფეიკ ინფორმაციის“ გამო, რომელიც ვრცელდება, ამისთვის ჩვენ მივმართავთ ყველა შესაბამის დაწესებულებას, ორგანიზაციას, ორგანოს, აბსოლუტურად ყველას“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics