|
2021-09-16 12:43:47, 793 ნახვა
საზოგადოება
აჭარის რეკლამას ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი ეცნობა
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლს EURONEWS -ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. სატელევიზიო რეკლამა საერთაშორისო ტელეკომპანიის დღისა და ღამის პრაიმთაიმში მსოფლიოს 160 ქვეყანაში გადაიცემა. გარდა საიმიჯო რგოლისა ტელეკომპანიის ეთერში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკების ამსახველი 25-წამიანი სლაიდშოუ ტრიალებს, სადაც მტირალას, კინტრიშის, კოლხეთის ეროვნული პარკები და ქობულეთის დაცული ტერიტორია არის წარმოჩენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ევრონიუსზე რეგიონის რეკლამირების მიზანი აჭარის, როგორც ტურისტულად და საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილის პოზიციონირებაა. “მიუხედავად პანდემიისა ვაგრძელებთ რეგიონის რეკლამირებას საერთაშორისო ბაზრებზე, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს აჭარის ტურისტული პროდუქტები. ამავდროულად კი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო აღიარება, რასაც იუნესკოს მიერ ჩვენი ეროვნული პარკებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ითვალისწინებს. ჩვენ გვაქვს კომპლექსური რეკლამა, რაც საიმიჯო რგოლების, სლაიშოუების სატელევიზიო რეკლამას, ასევე რეგიონის შესახებ სიუჟეტის მომზადებას მოიცავს, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს აჭარის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)