|
2021-09-14 14:58:38, 299 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სააკაშვილზე - მან ჯერ თავი დაამახსოვრა მსოფლიოს „ჰალსტუხების" ჭამით და შემდეგ ვნახეთ მიწაზე გართხმული, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად
გუშინ ერთ-ერთი მორიგი პროვოკაციული, ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა ვიხილე მასხარა სააკაშვილის, რომელიც გამოდის და ჩვენს ღირსეულ და ამაყ ჯარს მოუწოდებს; მისგან არაფერი გვიკვირს, მაგრამ ჩვენ მისი მორიგი პროვოკაციული გამოსვლა ვნახეთ და საუბრობს ჯარზე, რომ ე.ი. „ქართულ ოცნებას" თურმე როგორი დამოკიდებულება აქვს ჯარის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მისი თავდაცვის მინისტრობისას განხორციელებულ პროექტებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. „მე მერგო პატივი და ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რაც ჩვენ გავაკეთეთ და დავიწყეთ სამუშაოები ბოლო ერთ წელში, არ გაკეთებულა მრავალი ათეული წელი - ყველა ბაზის თანამედროვედ მოწყობა ევროპული, ნატოს სტანდარტების მიხედვით; აღჭურვა, შეიარაღება, წვრთნები და ყველა მიმართულებით გვქონდა არნახული პროგრესი. სააკაშვილის დროს, კარგად გახსოვთ როგორ ექცეოდნენ ჯარს. თავად ეს ლაჩარი კაცი, რომელიც კარგად ვნახეთ ომში როგორ მოიქცა. ჯერ თავი დაამახსოვრა მთელს მსოფლიოს „ჰალსტუხების" ჭამით და შემდეგ ვნახეთ კარგად მიწაზე გართხმული, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად. დღეს, ისევ ეს ადამიანი გამოდის და ძალადობს ჩვენს მოსახლეობაზე, იმუქრება რაღაც პროვოკაციების მოწყობით და ა.შ. ვერ შეარყიეს სახელმწიფო. ბოლო 9 წელია, იბრძვიან ჩვენი სახელმწიფოს დასანგრევად, მაგრამ ვერ შეარყიეს. ყველა არჩევნებში ვიმარჯვებთ და ვიმარჯვებთ ღირსეულად და დამაჯერებლად, 7 არჩევნებში და ახლა ცდილობენ გარკვეული მანიპულაციებით, თავიანთი ბინძური ხელწერით დესტაბილიზაციის შემოტანას, შფოთვის შემოტანას, საზოგადოების დაძაბვას და ამ ფსიქოლოგიური ომის მასშტაბების გაზრდას", - განაცხადა პრემიერმა.
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)