04:22 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 12:48:35, 627 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე - ამ ყველაფერს ჰყავს ერთი პასუხისმგებლი პირი, ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასულიერო პირების მოსმენებს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, ერთადერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც სასულიერო პირების მოსმენებ​ს უკავშირდება არის ბიძინა ივანიშვილი.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში პირადი ცხოვრების შემცვლელი მასალები არ გამოქვეყნებულა.

"მოგესალმებით, მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეკლესიას ამ ყველაფერს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი პირი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის ამოცანაა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის განადგურება. მან პრაქტიკულად გაანადგურა პარლამენტი ქუთაისში და გადმოიტანა ქუთაისიდან. მან პრაქტიკულად მოსპო ადგილობრივი თვითმმართველობა, ის შეეცადა ქართული მედიის განადგურება და არ გამოუვიდა ჯერჯერობით. მას ძალიან აღიზიანებდა ქართლი ეკლესია, მე ვარ ამის მოწმე ყოველთვის იყო პატრიარქის პირადი მტერი.

ერთი შემთხვევა მაინც თუ გახსოვთ ჩემს დროს გამოსულიყო ვინმე პირადი ცხოვრების შემცვლელი მასალები ? ან ვინმეს თუ გაუგია მასობრივად ამის შეგროვება ? ეს იყო ჭორები. ბიძინა ივანიშვილს სურს ყველაფერი იყოს ქვეყანაში დისკრედიტირებული და ყველაფერი დარჩეს მხოლოდ მას. ერთადერთი გზა ქვეყნის გადასარცენად არის ერიც და ბერიც დადგეს ერთად და ყველა განსხვავება გვერდით გადადოს და შეცვალოს სიტუაცია, რათა საქართველო გადაარჩინოს, გადაარჩინოს ფასეულობები, ქართული ეკლესია და ჩვენი ბავშვების მომავალი. ჩვენ ვართ გადარჩენის რეჟიმში და ჩვენ ამ გადარჩენაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა". - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics