|
2021-09-13 15:53:11, 848 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებლის ზრდის გარდა, გაფართოვდა ექსპორტის გეოგრაფია
„საგარეო ვაჭრობის კუთხით კვლავაც ძალიან პოზიტიური ტენდენციაა, მთლიანობაში რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.2%-ით არის გაზრდილი", - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას, ნათია თურნავამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა - როგორც მან აღნიშნა, აგვისტოს თვეში ის 14.6% -ითაა გაზრდილი. „გაფართოვდა გეოგრაფია, გაფართოვდა არეალი. შესაბამისად, იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტი წინა წელთან შედარებით ძალიან კარგი ტემპით გაიზარდა - 25.7%", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავამ მედიას წლევანდელი რვა თვის ექსპორტის მონაცემების 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებითი მაჩვენებელიც გააცნო. „როგორც იცით, წლევანდელ სტატისტიკას ხშირად ვადარებთ 2019 წელს, რომელიც იყო პანდემიამდელი და წარმატებული წელი. და აი, წელს, პირველ რვა თვეში ჩვენი ექსპორტი, თუ შევადარებთ 2019 წლის შესაბამის პერიოდს, ასევე გაზრდილია 7.2%-ით. ეს ნიშნავს, რომ კვლავინდებურად გრძელდება ეკონომიკური გაჯანსაღება, ექსპორტის ზრდა პირდაპირ აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკურ ზრდაში. ეს სტიმული კვლავაც ძალიან ძლიერია და ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ძალიან კარგი შანსები გვაქვს, წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)