20:38 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 14:11:03, 893 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ტურისტების ავტობუსისა და სკოლის მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თურქეთის მუღლის პროვინციაში ავტობუსი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ და მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 55 ადამიანი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტების ავტობუსი შეჯახების შემდეგ ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულები მუღლასა და დენიზლის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics