06:29 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 20:20:37, 540 ნახვა

პოლიტიკა
მარკეტა გრეგოროვა -საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი,ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან

საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი. ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით,საქართველოს გზა ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ,შესაბამისად  საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანის გეგმასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის.

„შარლ მიშელის შეთანხმება უკავშირდება საქართველოს და მისი მთავრობის სურვილს, ითანამშრომლოს ევროკავშირთან. გასულ წელს გვესმოდა, რომ არსებობდა გეგმები 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის შეტანაზე. ამას ვხედავთ ქაღალდზე, თუმცა ნაბიჯებს რომელსაც [ისინი] დგამენ, ამასთან სრულ წინააღმდეგობაშია. ვფიქრობ, ევროკავშირში ფიქრობენ, რომ [ისინი] მათ იყენებენ, იყენებენ როცა საქართველოს მთავრობას აწყობს. ახლა კი მას გვერდზე წევენ. ეს არაა ის, რისი დანახვაც ევროკავშირს სურს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები და თუ პარტნიორობა არ შეგვიძლია, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები.

საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი. ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ.

გეტყვით, რომ საქართველოს გზა ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. არ ვიცით, საით მიდის საქართველო. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ, ალბათ, ეს არსაითკენ სვლაა. ჩვენ გვაინტერესებს, რა არის "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი და გეგმა,“- განაცხადა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics