|
2021-09-09 19:34:46, 805 ნახვა
მსოფლიო
ქაბულიდან დასავლური ძალების ევაკუაციის შემდეგ პირველი საერთაშორისო კომერციული რეისი შესრულდა
ქაბულის აეროპორტიდან, პირველი საერთაშორისო კომერციული თვითმფრინავი გაფრინდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი დაასრულეს.- ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს მათი ცნობით, რეისი „კატარის ავიახაზებმა“ განახორციელეს. „აეროპორტი დაახლოებით 90%-ით, მზად არის ოპერაციებისთვის, მაგრამ მისი გახსნა თანდათანობით იგეგმება, ეს არის ისტორიული დღე ავღანეთის ისტორიაში, რადგან ქაბულის აეროპორტი სრულად ფუნქციონირებს. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ... მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აეროპორტი შესაფერისია ნავიგაციისთვის,”,-თქვა „კატარის“ სპეციალურმა წარმომადგენელმა მუტლაკ ალ-ყაჰტანმა. „კატარის ავიახაზების” თვითმფრინავი დღეს ადრე ჩავიდა ქაბულში, იქიდან იგი გაემგზავრა დოჰაში,ბორტზე მგზავრებით, მათ შორის უცხოელების დიდი ჯგუფით. თალიბანის სპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა მადლობა გადაუხადა კატარს აეროპორტის ფუნქციონირებაში დახმარებისა და ავღანეთის ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ”უახლოეს მომავალში აეროპორტი მზად იქნება ყველა სახის ფრენისთვის, მათ შორის კომერციული ფრენებისთვის”, - განაცხადა მუჯაჰიდიმ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)