06:29 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 17:06:02, 637 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი ალექს მუნი-ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას

 ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველო-აშშ-ის მეგობრობის ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.- ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენმა ალექს მუნმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით,გუშინ ელჩებთან გამართულ შეხვედრაზე, მათ განიხილეს   ფინანსური თანამშრომლობის საკითხი , იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ შეერთებული შტატების მიერ ამ ქვეყანაში მეტი ინვესტიციის განხორციელებას.

„ჩვენ აქ ჩამოვედით ჩვენს ქართველ მეგობრებთან შესახვედრად. ეს ჩემი მეორე ვიზიტია საქართველოში და მოუთმენლად ველი კიდევ ჩამოსვლას. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველო-აშშ-ის მეგობრობის ასოციაციის სტუმრები, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მოხარული ვარ, რომ დღეს აშშ-ის კონგრესის შესაბამისმა კომიტეტმა მიიღო ოსტინ სკოტის შესწორება, რომელიც საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავს, ისევე როგორც „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და გამოვხატავთ საქართველოს მიმართ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ნატოს წევრი.

ჩვენ გუშინ შეხვედრა გვქონდა ელჩთან, მოკლედ განვიხილეთ ფინანსური თანამშრომლობის საკითხი და აქ ოფისის ქონის შესაძლებლობა, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს შეერთებული შტატების მიერ ამ ქვეყანაში მეტი ინვესტიციის განხორციელებას და აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ვიცით, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ თქვენი ტერიტორიების 20 % რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics