15:05 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-06 11:08:51, 684 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი მღებრიშვილი: მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ

„პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გაუქმებით, მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ“, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისივე თქმით, პატიმრებს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნებათ. 

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ამ კომისიის გაუქმების გადაწყვეტილება ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით მიიღეს. 

„ადგილობრივი საბჭოები ფუნქციონირებას განაგრძობენ. ჩვენ მუდმივმოქმედ კომისიას ვაუქმებთ. ევროპული გამოცდილება გავიზიარეთ და ანალიზმა ცხადყო, რომ ეს კომისია აბსოლიტურად ზედმეტი რგოლი იყო. ამის გაუქმებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსჯავრდებულებს გასაჩივრების საფუძველს არ ვუზღუდავთ. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ საბჭოების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ“, – განაცხადა  მღებრიშვილმა. 

ცნობისთვის,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისია შესაძლოა,  გაუქმდეს.

ცვლილებას, რომელსაც „პატიმრობის კოდექსი“ ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია.  
კანონპროექტის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლების ფუნქცია ადგილობრივ საბჭოებს დარჩებათ, რომელთა გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება კი,  მხოლოდ სასამართლოს ექნება. 
 მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,  საბჭოს საქმიანობაზე ზედამხედველობას სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ახორციელებს, რომლის შემადგენლობაშიც 7 წევრი შედის, ესენია: საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წარმომადგენელი, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი; ასევე სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი. 
შეგახსენებთ,  სამინისტროს ადგილობრივი საბჭო  სასჯელის მოხდისგან პირობითვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანოა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics