|
2021-09-07 11:39:11, 298 ნახვა
საზოგადოება
რთველის საკოორდინაციო შტაბი - კახეთში, სეტყვით დაზიანებული ყურძენი სრულად დაბინავებულია
7 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, სეტყვით დაზიანებული 15 ათას ტონამდე ყურძენი სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ სრულად დაბინავებულია. დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეების შემოსავალმა 13 მლნ ლარს მიაღწია. 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600 ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. „მოსავლის მართვის კომპანიამ" დასეტყვილი ყურძნის სასპირტედ მიღება-გადამუშავება სტიქიიდან მეორე დღესვე, 27 აგვისტოს დაიწყო. 2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, დაზიანდა 180 ჰა ფართობის ვენახები. 7 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 53 ათას ტონამდე ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 2020 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 10 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული. რთველი 2021-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე რქაწითელი, 17 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)