2021-09-07 10:27:33, 507 ნახვა
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება
დღეს პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც განიხილავს. ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭრო, შესაბამისად, პროექტის მიღებას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაც სჭირდება.
საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განსახილველად კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი გადის. ამასთან, დღეს პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს და დაამტკიცებს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი პასიური მუშაობის რეჟიმში გადადის, რა დროსაც, შესაძლებელია არჩევნებამდე დარჩენილ დროში პლენარული და საკომიტეტო სხდომები არ გაიმართოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,