07:25 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 21:06:16, 441 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა წოწოერია მოქალაქეებს ალერტკარში შეხვდა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა  მამუკა წოწერიამ დღეს ალერტკარის  მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა.-ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს ინდივიდუალური შეხვედრები ალერტკარის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართეთ, ვესაუბრეთ მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ ამ სოფელში ცენტრამდე მისასვლელი კაპიტალური გზა მოეწყო, ასევე დაიწყო გაზიფიცირების პროცესი, რომელიც მალე დასრულდება. მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ და გამოვკვეთეთ გარკვეული გამოწვევები ეს გახლავთ პირველ რიგში წყალმომარაგების პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოუგვარდება ცენტრალურ უბანს, ასევე გახლავთ არსებული გზის გაგრძელება, რომელიც უკავშირდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და შიდა საუბნო გზების მოწესრიგება.  ეს სამი პრიორიტეტი საკმაოდ  რეალურია, რომ უახლოეს ხანებში დავიწყოთ და მოვუგვაროთ მოსახლეობას მათი პრობლემები"-განაცხადა მამუკა წოწერიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics