07:24 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 19:15:16, 856 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში

"მე მინდა ვთქვა, რომ პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში". - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა. 

მისი თქმით, მას არ ეშინია იმ საქმის,რომელიც მის წინააღმდეგაა აღძრული, სწორედ ამიტომ მოუწოდებს ყველას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

"მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით და წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში [...]

თქვენ იცით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზე არის აღძრული საქართველოში. 

მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი გაითავისუფლების საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში". -განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics