12:13 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 17:29:54, 484 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - 2021 წელს შიდა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 51 პროცენტით, ხოლო 2020 წლისაზე - 45 პროცენტით მეტია

2021 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმის მაჩვენებელი 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112 და 119 პროცენტით აღდგა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2021 წლის პირველ კვარტალში 31 პროცენტით გაიზარდა ღამისთევების მთლიანი რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შიდა ტურისტებმა, შესაბამისად, 51 პროცენტით და 45 პროცენტით მეტი დახარჯეს 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სულ 2021 წლის პირველ კვარტალში, შიდა ტურისტების მთლიანმა ჯამურმა დანახარჯებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო დანახარჯმა ერთ ვიზიტზე 149 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35 პროცენტით მეტია.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმის გააქტიურებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კერძო სექტორის გაძლიერებას და განვითარებას. აღნიშნული ასევე დადებითად აისახა სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის ზრდაზე. სტატისტიკის თანახმად, 2020 წლისგან განსხვავებით, 2021 წელს ეს მაჩვენებელი, განსაკუთრებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის მიუახლოვდა რეკორდულ 2019 წლის მაჩვენებლებს. კერძოდ, თუკი 2019 წლის მაისსა და ივნისში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 61,4 პროცენტი და 66,3 პროცენტი იყო, 2021 წლის ანალოგიურ თვეებში მან 40,3 პროცენტი და 58,3 პროცენტი შეადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics