12:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 16:41:10, 489 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოში საჰაერო მიმოსვლა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 90 პროცენტითაა აღდგენილი

„საქართველოში სამოქალაქო ავიაციის გაძლიერებამ ხელი შეუწყო მგზავრთნაკადის სწრაფი აღდგენის ტემპს და ეს ყველაფერი ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე აისახება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე, რომლის დროსაც მათ საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები გააცნო.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, რაც უკვე აისახა დადებით მაჩვენებლებში. კერძოდ, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98 პროცენტით აღდგა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ. ამასთან, 91 პროცენტით აღდგა ფრენების მიმართულება; 81 პროცენტით - ფრენების სიხშირე;  72 პროცენტით - ქვეყნების რაოდენობა და 70 პროცენტით - მგზავრთნაკადი.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ევროპის საჰაერო სანავიგაციო უსაფრთხოების ორგანიზაცია EUROCONTROL - მა საქართველო დაასახელა რიგით მეორე ქვეყნად, რომელსაც აქვს ყველაზე სწრაფი აღდგენის დინამიკა ავიაციის კუთხით. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი და სხვ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის გაძლიერების დინამიკა აისახება კონკრეტულ მონაცემებში. 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში, საჰაერო მიმოსვლა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90 პროცენტითაა აღდგენილი. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ აგვისტოს მონაცემებით აღდგენილია 90 პროცენტამდე იმ პირდაპირი მიმართულებების რაოდენობა, სადაც გვაქვს ოპერირება სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავიაციის გაძლიერებამ ხელი შეუწყო მგზავრთნაკადის სწრაფი აღდგენის ტემპს, ყოველივე ეს კი ტურიზმის სექტორის გაძლიერებაზე აისახება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი, სამოქალაქო ავიაციიის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics