07:25 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 15:06:47, 502 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში 2019 წლის 19–21ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ინიცირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 19–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ინიცირებული „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა.

პროექტის თანახმად:

•  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 19-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

 

• ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა.

•  პირი, ვის მიმართაც გავრცელდება აღნიშნული ამნისტია,  ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

კანონპროექტი ინიცირებულია ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხნაშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნება"  დადებულ პირობას, კანონპროექტის შემოდგომაზე მესამე მოსმენით მიღების თაობაზე, ასრულებს.

„როდესაც ჩატარდა ბრიფინგი შარლი მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენ მთელ რიგ სარეფორმო საკითხებს ბოლომდე მივიყვანდით, მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა  19–21 ივნისის მოვლენებს და რომელიც ორი მოსმენით  უკვე მიღებული იყო, შემოდგომაზე  მესამე მოსმენით იქნებოდა მიღებული. „ქართულო ოცნების" გუნდი ამ პირობას ვასრულებთ", - აღნიშნა ანრი ოხანაშილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics