|
2015-02-02 16:53:56, 556 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინი დახმარება - პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით. მოსარგებლეები: პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით; 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები; შშმ პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; უსახლკაროები; მარტოხელა დედები; პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას მიიღონ აუცილებელი მკურნალობა, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობით. მკურნალობა დაფინანსდება ფაქტიური ხარჯით შემდეგი პროპორციებით: 1000 ლარის ჩათვლით–100%-ით; 1001 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით–90%-ით; 2001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით–80%-ით; 3001 ლარი და მეტი–70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარისა. განხორციელდება ონკოლოგიურ პაციენტთა ტარგენტული, იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისა და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსება პროგრამით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით არაუმეტეს 5000 ლარისა, წლიური ლიმიტი – 10 000 ლარი. სახსრების ენდოპროთეზირება - პროგრამა ითვალისწინებს სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებას. მოსარგებლეები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით: 1000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისთვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით; დანარჩენი ბენეფიციარებისთვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით; სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%–ით. დაფინასების ზღვრული თანხა შეადგენს 4000 ლარს. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა - პროგრამა ითვალისწინებს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას. მოსარგებლეები 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები დაფინანსების ფორმა დაფინანსება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს ქვეპროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური კვლევების ღირებულებისა, შემდეგი პროპორციებით: 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები, 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები–100 %-ით; 70 001-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაცინეტები–90 %-ით; 100 001–დან 200 000–ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტები–80%-ით. სოფლის მოსახლეობის ადგილზე უზრუნველყოფა ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით. პროგრამა ითვალისწინებს თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით, მედიკამენტებით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით უზრუნველყოფას.
სოფლის ექიმების დამატებითი შრომის ანაზღაურება - პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ქედა, შუახევი, ხულო) სოფლის ექიმებისათვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას - 300 ლარის ოდენობით, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის კი 150 ლარის ოდენობით.
სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობა - პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პროგრამაში. პროგრამა ითვალისწინებს სამკურნალო ვარჯიშებს; მასაჟს; ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციას. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია - პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მეთვალყურეობას, მათ საჭიროებებზე მორგებულ სწავლებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, სადღეღამისო მომსახურებას კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბავშვის ჩართვა ქვეპროგრამაში განხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად. დაფინანსების ფორმა - წლის განმავლობაში 1 ბენეფიციარს დაუფინანსდება რეაბილიტაციის არაუმეტეს 2 კურსი, კურსი მოიცავს 15 დღეს, მომსახურება დაფინანსდება დღეში 20 ლარით, ხოლო თანხმლები პირი (მშობლის ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი) - 10 ლარით დღეში. მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა - მოსარგებლეები: მარტოხელა დედები 10 წლამდე ასაკის ბავშვით (ბავშვებით) ან ორსული ქალები (26 კვირის და მეტი ვადის ორსულობა). პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების დროებითი 24-საათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას სამჯერადი კვებით, მომარაგებას ტანისამოსითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით, ფსიქოლოგიურ დახმარებას, დასაქმებაში, პროფესიული და არაფორმალური განათლების მიღებაში ხელშეწყობას. მომსახურება დაფინანსდება დღეში 17 ლარით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა - მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (300 ლარი), განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი. მოსარგებლეები : შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ასაკით პენსიონერები. პროგრამა ითვალისწინებს სავარძელ–ეტლით უზრუნველყოფას; ეტლის მორგებას; ეტლის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას; საგარანტიო მომსახურებას 24 თვის განმავლობაში. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა - მომსახურება დაფინანსდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (400 ლარი), განსხვავებას ღირებულებასა და სამინისტროს მიერ დასაფინანსებელ თანხას შორის დაფარავს ბენეფიციარი. მოსარგებლეები: III-IV ხარისხის სმენაჩლუნგობის მქონე მოქალაქეები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები ნებისმიერი ხარისხის სმენაჩლუნგობით. პროგრამა ითვალისწინებს - ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფას; აპარატის მორგებას; აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებულ სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას; საგარანტიო მომსახურებას 12 თვის განმავლობაში.
2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარება - პროგრამა ითვალისწინებს: 2008 წლის აგვისტოს თვეში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურის, ასევე, 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ 3 მეომრის ოჯახზე მატერიალური დახმარების გაწევას. დაფინანსების ფორმა : დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მატერიალური დახმარება გაეწევა დაღუპული მეომრების დედებს და მეუღლეებს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით, სულ 23 ბენეფიციარს. აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა 19 მეომრის ოჯახს-თითოეულს 3000 ლარის ოდენობით. პროგრამებში ჩართვისათვის ბენეფიციარმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს: განცხადება; ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ-ფორმა №IV-100/ა; (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად); ანგარიშფაქტურა გაცემული სამედიცინო დაწესებულების მიერ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება; საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობლის ან წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საჭიროების შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი; ქვეპროგრამის მოსარგებლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)