22:11 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 16:49:13, 295 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი- 75 მილიონი ევროს სესხის აღებისგან თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო , გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ევროკავშირის დახმარებაა, რომ ამაზე დგას თურმე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა , ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილი რატომ უნდა იკადრო

2 დღეა ამტკიცებენ თეთრზე, რომ შავიაო და რას კონკრეტულად, გამოდიან რომ „ქართულმა ოცნებამ" თურმე ჩვენ ვთქვით უარი ევროკავშირზე და გადავუხვიეთ ევროკავშირის გზას და რატომ მეგობრებო? რომ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, ხაზს ვუსვამ, სესხის, ვალის აღებაზე თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა დანაშაულია.

„გუშინ და დღეს, 2 დღეა, ურცხვად იტყუებიან, ეს ხომ შეურაცხყოფაა, როცა ტყუილს ამბობ ადამიანი, ჯერ ერთი კადრულობ და ტყუილს ღიად ამბობ, ესეც შეცდომაა და დანაშაული ის, რომ შეურაცხმყოფელ ტყუილს ეუბნები შენს მოსახლეობას; 2 დღეა ამტკიცებენ თეთრზე, რომ შავიაო და რას კონკრეტულად, გამოდიან რომ „ქართულმა ოცნებამ" თურმე ჩვენ ვთქვით უარი ევროკავშირზე და გადავუხვიეთ ევროკავშირის გზას და რატომ მეგობრებო? რომ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, ხაზს ვუსვამ, სესხის, ვალის აღებაზე თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ, ვთქვით. გამოდიან და იძახიან, რომ ეს სესხი კი არ იყო, ეს იყო ევროკავშირის დახმარება, რომ ამაზე დგას თურმე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და პოლიტიკა და ყველაფერი ამაზე არის დამოკიდებული, რომ დაინგრა მთელი მსოფლიო, ქვეყანა დაინგრა. ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილი რატომ უნდა იკადრო და მეორეც - მათი ტელევიზიებიც აქ გვესწრებიან - და 24 საათის განმავლობაში მიდის ამის დემაგოგია. კატასტროფაა რა თქმა უნდა, სირცხვილია. ეს ჩვენ არ გვიკვირს, იმიტომ, რომ აღარაფერი არ გვიკვირს ჩვენ მათი მხრიდან, ჩვენ ყველაფერი ვნახეთ უკვე. ამიტომ, მეგობრებო ეს გამოწვევაა. სადაც არის სიკეთე, იქ არის ბოროტება. ასე არის ეს ცხოვრება მოწყობილი. სადაც არის სიმართლე იქ არის ტყუილი, სადაც არის ერთგულება იქ არის ღალატიც, სადაც არის მადლიერება იქ არის უმადურობა - ამ ფასეულობების ჭიდილი არის მთელი ჩვენი ცხოვრება. რეალურად ასე არის ადამიანის ცხოვრებაც ხომ, ეს არის ჭიდილი და არჩევანის გაკეთება კეთილსა და ბოროტს შორის - ვის მხარეს დადგები. ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს მეგობრებო და ასე გავაგრძელებთ მუდმივად და აუცილებლად გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics