10:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 16:41:00, 1882 ნახვა

ომი უკრაინაში
დღეიდან ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ბათუმის ქუჩებშიც განთავსდა

იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი მთავრობის, ასევე ქ. ბათუმის მერიის მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

დღეიდან, ბათუმის ქუჩებში მოქალაქეები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში იცრებიან. 

პროექტის ფარგლებში, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცეები მოეწყო და კლინიკების - რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მართვის მენეჯერთან, გვანცა გასვიანთან ერთად მოინახულა. 

,,დღეიდან უკვე ბათუმშიც შესაძლებელია სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის ჩატარება.  მერიის ხელშეწყობით გამოიყო სამი ავტობუსი, სადაც პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მოეწყო ვაქცინააციის სივრცე. ოპერირებს სამი სამედიცინო დაწესებულება - რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი და საზღვაო ჰოსპოტალი. მომდევნო დღეებშიც იქნება ხალხმრავალი ადგილები შერჩეული და ლოკაციები იქნება ცვალებადი, ეს ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების ადგილზე მიწოდებას იმ მოქალაქეებისათვის, რომელთათვის რთულია  ამცრელ პუნქტებამდე მისვლა“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

 ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ, მათ აცრა  - ფაიზერითა და სინოვაკით, ხოლო სინოფარმის მეორე დოზით  შეეძლებათ.  მუნიციპალურ ტრანსპორტშივე არის მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც. იმუნიზაციის პროცესი დღეს ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ „ვილმარტის, ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის და ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. 

ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება. ახალი პროექტი ,, ავიცრათ ერთმანეთისთვის" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორცირლდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics