|
2021-08-31 20:35:54, 392 ნახვა
პოლიტიკა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას შეხვდა.-ინფორმაცას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს მათი თქმით,მერობის კანდიდატმა შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო. “ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ პაატა ნასრაძესთან ერთად სოფელ ზოვრეთის მოსახლეობას ვესტუმრე. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ამ სოფელში ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა ზოვრეთი-საზანოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო პროექტი. ამჟამად, ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას წყალმომარაგება წარმოადგენს. მოსახლეობა მხარდაჭერას უცხადებს და დადებითად აფასებს იმ ინფრასტრუქტურულსა და სოციალურ პროექტებს, რომელიც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. არის გარკვეული პრობლემები და გამოწვევები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩემი გუნდისა და თანამოქალაქეების თანადგომით”- განაცხადა ვასილ გველესიანმა."-ნათქვამია განცხადებაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)