13:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 19:02:10, 849 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში" დაწყებული თევზჭერის ინდუსტრიის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ქართულ თევზსაჭერ ფლოტს ეტაპობრივად აღვადგენთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის მიერ თევზჭერის ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაწყებული  პროგრამის მეშვეობით  14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი  ჩანაცვლება ხდება.- ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით,  საამაყოა, რომ ამ პროგრამის შედეგად, ჩვენს თევზსაჭერ ფლოტზე  ქართული დროშა იფრიალებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა - უცხო ქვეყნის სეინერებით.

„ამ პროგრამით უკვე შეიქმნა 250-მდე ახალი სამუშაო ადგილი, ჯამური ინვესტიცია კი 51 მილიონ ლარზე მეტია. ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

"საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის აღნიშნული პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

პროექტი ხელს შეუწყობს თევზმჭერი ფლოტის განახლებას და  დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე თევზჭერის პროდუქტების გაყიდვების გეოგრაფიის ზრდას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფოთში გაიხსნა საზღვაო აკადემიის ახალი ფილიალი, სადაც არა მხოლოდ მეზღვაურები, არამედ უფასოდ მოემზადებიან მეთევზეები, რომლებიც ახალ ტექნოლოგიებს დაეუფლებიან."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics