|
2021-08-27 16:23:17, 646 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფოთისთვის დამუშავდება ურბანული განახლების პროექტი
„განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული ევროპული ფოთის კიდევ უფრო განახლებას და გათანამედროვებას შეუწყობს ხელს. მუნიციპალიტეტის და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას დიდი ძალისხმევის შდეგად, დაგეგმილია ფოთის თეატრის რეაბილიტაცია და ეს ფოთს თავისი კულტურული მნიშვნელობის ახალი ეტაპის განვითარების შესაძლებლობა მიეცემა,"-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატის ბექა ვაჭარაძის წარდგენაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ფოთის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის გაჭიანურების კუთხით შექმნილ პრობლემაზეც ისაუბრა და თქვა, რომ პროექტი, რომლის საჭიროება თავის დროზე დანახული იქნა და 170 მილიონი ლარის ინვესტიციას გულისხმობს აუცილებლად მალე დასრულდება. „პროექტი, სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო გაჭიანურდა. მნიშვნელობა არ აქვს რა არის ამის მიზეზი, ვინაიდან თქვენთვის შედეგია მთავარი. მე კი წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელიც ამ შედეგის მიღწევაზეა პასუხისმგებელი და ამიტომ ბოდიშს გიხდით ამ დაგვიანებისთვის. თუმცა, ჩვენი მიდგომა მხოლოდ ბოდიშის მოხდა არ არის, უკვე გაფორმდა შეთანხმება შესაბამის კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელმაც აიღო ვალდებულება შესაბამისი ჯარიმების გათვალისწინებით, ანუ ყოველგვარი შეღავათის გარეშე, დაიწყოს რეაბილიტაცია და უკვე სექტემბერში განახლდება სამუშაოები",-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ წელს დაიწყება იმ 17 სოფლის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება, რომელიც მდებარეობს ნოსირიდან ფოთამდე და ამ სოფლებსაც 2024 წლისთვის გამართული წყალმომარაგება ექნება.
„2025 წლამდე დასრულებული გვექნება აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ყველა ძირითადი მონაკვეთი და გადაადგილების დრო იქნება განახევრებელი, რაც ნიშნავს ჩვენს დერეფანზე კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას, კიდევ უფრო მეტ მოტხოვნას ფოთზე, მის ინფრასტრუქტურაზე, მის ინდუსტრიაზე, რაც გაზრდის ფოთის ხვალინდელი და შემდგომი განვითარების პესრსპექტივას. ასევე, პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ფოთისთვის დამუშავდება ურბანული განახლების პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ყველა იმ საინჟინრო საჭიროებას, რომელიც ქალაქს ამჟამად აქვს - სანიაღვრე და სხვა აუცილებელი სისტემები, რომლებიც კრიტიკულია ფოთისთვის გეოლოგიური და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. ეს მოიცავს იმ საინვესტიციო პაკეტებს, რომლებიც მისცემს საშუალებას ფოთელებს და ინვესტორებს სხვაგვადარ განავითარონ ქალაქი,"- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)