|
2021-08-27 15:16:53, 569 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა - ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც მივაღწიეთ და იმ ხედვებით რაც გვაქვს
ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც მივაღწიეთ და იმ ხედვებით რაც გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ხობში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ხობის მერობის კანდიდატი წარადგინა. კახა კუჭავას თქმით, ჩვენი ქვეყნის თითოეული რეგიონი გამორჩეულია და მათ შორის, ხობიც. „ხობი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი თავისი ისტორიული მნიშვნელობით. ჩვენი მთავარი მიზანიც ის არის, რომ კიდევ უფრო ძლიერი ხობი ვნახოთ- ძლიერი ოჯახებით, რომლებიც ქმნიან მეტ სიკეთეს, აქვთ მეტი შესაძლებლობები და შრომობენ უკეთესი მომავლისთვის. პოტენციალი ძალიან დიდია, არა მხოლოდ ტურისტული, აქ ეკო და აგრო ტურიზმის განვითარების ბრწყინვალე შესაძლებლობაა. კოლხეთის დაცული ტერიტორიის გარდა, რომელიც რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა, ჩვენ უნდა შევეცადოთ შევქმნათ ღირებულებათა ის ჯაჭვი, ქსელი, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა რეგიონს ჩაერთოს ამ სიკეთის შექმნაში და მაქსიმალურად მიიღოს სარგებელი, როგორც თითოეულმა ადამიანმა და ოჯახმა, ისე მთლიანად რეგიონმა და ქვეყანამ. ჩვენ მოვიარეთ სოფლები, ვიყავით პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმში, რომელიც ბრწყინვალედაა გაკეთებული და ვნახეთ ბრწყინვალე ეკლესია. ეს ყველაფერი ფონდი „ქართუს“ და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გაკეთდა. გვახსოვს, როდესაც იგი ხიბულაში იყო, ამ საქმეს მაშინ ჩაეყრა საფუძველი და დღეს ბოლომდეა მიყვანილი. ეს აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ, ბავშვმაც, მოსწავლემაც, რადგან ეს არის ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახლ-მუზეუმი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ ეს ისტორია- საიდან მოვდივართ და როგორ ვაგრძელებთ გზას” - განაცხადა კახა კუჭავამ. მანვე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არის რეგიონების განვითარება მნიშვნელოვანი. „ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი და გაერთიანებული საქართველო. ძლიერ საქართველოს ვერ ვნახავთ, თუ არ არის ძლიერი მუნიციპალიტეტები, ძლიერი ოჯახები და ეს არის ის მთავარი მიზანი, რასაც ემსახურება ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სამთავრობო პროგრამები და ხედვები, რომელიც აუცილებლად განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ გვინდა მეტად ცნობიერების ამაღლება თუნდაც იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უკვე არსებობს-იქნება ეს სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მიმართულებით- „აწარმოე საქართველოში“ თუ ბევრი სხვა პროგრამის მეშვეობით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი ან კიდევ უფრო განვავითაროთ არსებული ბიზნესები და საწარმოები. ამიტომ, მნიშნელოვანია ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ, მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ყველამ უნდა იგრძნოს თავისი როლი და მოვალეობა, რომ რეგიონისთვის გააკეთოს მაქსიმუმი და ამის შესაძლებლობა უნდა შექმნას ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თითოეულ ოჯახთან, თითოეულ ადამიანთან ყოველდღიური მუშაობით. ამისთვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება და ძლიერი მმართველი გუნდი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
პატიმრებისა და პრობაციონერების ჯამური მაჩვენებლით 2025 წელს საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა - რეჟიმის პირობებში 2026 წელს მონაცემები დრამატულად იზრდება
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)