17:02 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 14:49:45, 602 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს , ეს უპრეცედენტო რიცხვია

„ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენაზე ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს და ჩვენი ვარაუდით 1 200 000 000 დოლარი იქნება. ეს უპრეცედენტო რიცხვია, ამდენი გვქონდა იმპორტი და ქვეყანა იყო დამოკიდებული უცხოეთში წარმოებულ სასურსათო პროდუქტზე. გვაქვს ძალიან მკაფიო, პირპდაპირი ამოცანა, რომ ჩვენს მიერ ექსპორტზე გატანილი აგროსასურსათო პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს იმპორტირებულ პროდუქციას და ნაწარმს. პრემიერ-მინისტრმა ყველა მიმართულებით დაგვავალა და ჩვენ მოვამზადეთ 10 წლიანი განვითარების გეგმები, სადაც თითეული სექტორის განვითარების პოტენციალია მოცემული. ასევე, მოცემულია თითეული მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების შესაძლებლობები. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის აგროსასურსათო სექტორის ექსპორტი, დაახლოებით, 3 მლრ დოლარი გავხადოთ, ანუ გავასამმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება თვითმკმარი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, წარმატების მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი მონდომებით და ერთად მუშაოებით.

„მინდა, თქვენ იაქტიუროთ და მხარი დაგვიჭიროთ, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება, მათ შორის ამ კუთხისთვის. ამ კუთხისთვის სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარება გულისხმობს შემდეგს: თქვენი ინიციატივების მხარდაჭერას, თანადაფინანსებას, პირდაპირ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ყველა მიმართულებაში; მხარდაჭერას როგორც მრავალწლიანი კულტურების გაშენებაში, ისე სხვა ტიპის მეურნეობის, შემნახველი თუ გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაში, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს აკლია. ჩვენ გვინდა, რომ ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც ამ მხარეს ისტორიულად ქონდა სრულად გამოვიყენოთ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics