|
2021-08-26 14:38:31, 599 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პრემიერის დავალებით, ვიწყებთ „ენგურჰესზე“ ტურისტული კომპლექსის პროექტის განხორციელებას
საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, ვიწყებთ „ენგურჰესზე" ტურისტული კომპლექსის შექმნის პროექტის განხორციელებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი" მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, არამედ როგორც ტურიზმის მიზიდულობის უნიკალური ადგილი. „იცით, რომ წლებია ვამუშავებდით „ენგურჰესზე" ტურისტული კომპლექსის შექმნას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი ადამიანი მოინახულებს. წელს პრემიერის დავალებით, გადავედით პროექტის უშუალოდ განხორციელებაზე. ენერგეტიკის განვითარების ფონდს მიღებული აქვს დავალება, გამოყოფილია საწყისი ბიუჯეტი და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მთლიანად საქართველოს, სამეგრელოს და რა თქმა უნდა, წალენჯიხას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)