|
2021-08-26 14:28:24, 305 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა-ჩვენ გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით
ჩვენ გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით. გაცილებით მეტი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ის პოტენციალი, შესაძლებლობები, რომლებიც ამ ულამაზეს მხარეს აქვს, ბოლომდე ავითვისოთ.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ბევრი გამოწვევა, მათ შორის უმთვრესი პანდემიაა,რომელიც უნდა დავძლიოთ, ყველა რეკომენდაციის დაცვითა და ვაქცინაციით. " წალენჯიხელებო მოგესალმებით. ჩემთვის პატივია მოგმართოთ ამ ულამაზეს მხარეში, რეგიონში, რომელიც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. არ შეიძლება არ შეამჩნიო ის სიკოხტავე და პეწი, რომლითავ გამორჩეულია ეს კუთხე და შრომისმოყვარე ხალხი. მთიან სამეგრელოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ წალენჯიხას აქვს შესაძლებლობა გახდეს როგორც აგროტურიზმის ისე ეკოტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, თავისი ულამაზესი მონასტრებით, ისტორიით, კულტურით და რა თქმა უნდა, სამზარეულოთი. ეს კუთხე ნამდვილად გამორჩეულია, მე ბევრს არ ვისაუბრებ სოფლის მეურნეობაზე, აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აქ განხორციელდა- გაზიფიცირება, დასასრულებელია ინტერნეტიზაცია. რა თქმა უნდა რჩება გამოწვევები, პირველ რიგში წყალმომარაგების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს, რადგან ეს პროექტები მიმდინარეობს. საჭიროა უფრო მეტი გზების რეაბილიტაცია ყველა სოფელში, რაც გამართულად გადაადგილების საშუალებას მისცემს ყველას. არ შეიძლება არ ვახსენოთ მთავარი გამოწვევა, რომელიც არა მარტო ამ რეგიონის და ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას - ეს არის პანდემია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ღია ცის ქვეშაც ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის დასრულება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ვაქცინცია გვიცავს ჩვენ და ჩვენს ჯანმრთელობას, რომ შევძლოთ საბოლოოდ გადავტეხოთ ეს რეალობა და განვითარების იმ ტემპს დავუბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე იყო. ჩვენ გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით. გაცილებით მეტი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ის პოტენციალი, შესაძლებლობები, რომლებიც ამ ულამაზეს მხარეს აქვს, ბოლომდე ავითვისოთ. პირადად მე და მთლიანად გუნდს ამის იმედი გვაქვს, გამომდინარე იქიდან თუ როგორი კანდიდატი გვყავს წარმოდგენილი ამ ულამაზეს მხარეში. გოგა გულორდავას თქვენ ყველა იცნობთ. აუცილებელია ის გამოცდილება ბოლომდე გამოვიყენოთ, რომელიც გოგას აქვს. ის არის ახალგაზრდა, ენერგიული. მე ვიცი მისი გეგმების შესახებ, ვიცი რომ ბოლომდე იქნება ჩართული ყოველდღიურად, თქვენთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ მაქსიმალური სიკეთე მოუტანოს მშობლიურ მხარეს."-განაცხადა კუჭავამ
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)