2021-08-26 10:34:27, 577 ნახვა
სამართალი
ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ჩოხატაურში “რომპეტროლის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით შეიარაღებულმა უცნობმა პირებმა ბენზინგასამართის თანამშრომელს ჯიბიდან თანხის ამოღება აიძულეს და მიიმალნენ.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,