11:47 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 13:17:06, 585 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა

 „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას არჩევნების გადადება არ უნდა - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის'" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების საკითხი ეპიდემიოლოგებზეა დამოკიდებული.

"ჩვენი პოზიციაა და პირადად ჩემი – საკოორდინაციო საბჭოში, რომელშიც შედიან ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები, პროფესიონალი ექიმები, მხოლოდ ისინი არიან უფლებამოსილნი, მათ უნდა გვითხრან, რა პროგნოზს აკეთებენ, როგორ ხედავენ როგორც მინიმუმ მომდევნო ერთი თვის მოვლენების განვითარებას.

ისე არ მოხდეს, როგორც შარშან, დეკემბერში, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, სექტემბერში რომ დაგვეხურა რეგიონი და გამოგვეცხადებინა კარანტინი მცირე ვადით მაინცო, ჩვენ აუცილებლად გადავურჩებოდით ბევრ პრობლემას და ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენდითო. სწორედ ამ ადამიანებზეა დამოკიდებული, თორემ „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებული არის გამარჯვებაში, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად, შევიდეს ყველა დაბაში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში და შესულები ვართ უკვე აქტიურ კამპანიაში."- განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გვირილას" ახალი ინიციატივა სოციალური ბარათის მფლობელებისთვის
თიბისიმ ერთგული საკრედიტო ბარათი განაახლა - სურვილები ახლოვდება
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics