22:26 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 16:42:01, 344 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების  სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტრო პროგრამას გაეროს მოასახლეობის ფონდის თანადაფინანსებით განახორციელებს.

პროგრამაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის ჩართულობის მზადყოფნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაჰიდულ ჰაქიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა.

„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამა 2015 წლის ბოლომდე განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის 10 ავტომანქანა გადაეცემა.

ცნობისთვის, გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს მოასახლეობის ფონდის მხარდაჭერით მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის შეიძინა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics