|
2021-08-24 15:28:30, 2133 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე – დღევანდელი სიტუაციით, NCDC დასწრებული სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს
დღევანდელი სიტუაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძის თქმით, დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%–ს ჩამოსცდება და სკოლის პერსონალის 80% იქნება აცრილი. "დღევანდელი სიტუაციით და ამ მაჩვენებლებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს სადღაც 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი ე.წ. დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხევდით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო", – განაცხადა გამყრელიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)