|
2021-08-24 15:21:42, 1850 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია არჩევნების გადადებაზე – ასეთ რეკომენდაციას NCDC და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს
ასეთ რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის შეკითხვას ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობენ, რათა მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ. "ასეთ რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს, წესები, რომლებიც არჩევნების უსაფრთხო ჩატარებისთვის მოქმედებს, იძლევა საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას. მთავარია ისევ აღსრულების პრინციპი, ამდენად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც მონაწილეობას იღებს და ემზადება არჩევნებისთვის დაიცავს იმ მოთხოვნებს, რაც დაწესებულია ამ მიზნებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დავეხმაროთ მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში და ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმიც არის ამოქმედებული ამ პირობებში", – განაცხადა გაბუნიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)